მასტერი "ევროფილოსოფია"
ერასმუს მუნდუს მასტერი, "გერმანული და ფრანგული ფილოსოფია ევროპის სივრცეში" (ევროფილოსოფია), მსოფლიოს მასშტაბით სტუდენტებს სთავაზობს ორ წლიან, სპეციალიზირებულ, მაღალი დონის სასწავლო პროგრამას, გერმანული და ფრანგული ფილოსოფიისა და ევროპის კულტურულ სივრცეში მათი ურთიერთზეგავლენის სფეროებში.
ყოველწლიურად მასტერი ,,ევროფილოსოფია” აწარმოებს შერჩევას:
• დაახლოებით 10 სტუდენტს, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოდან, რომლებსაც, 12 თვეზე მეტი არ უნდა ჰქონდეს გატარებული ევროკავშირში, მიენიჭებათ ერასმუს მუნდუსის წლიური A სტიპენდია, სიდიდით, 20800 ევრო, რათა ისწავლონ, ევროფილოსოფიის კონსორციუმის სამ ევროპულ უნივერსიტეტში (A სტიპენდიის ბენეფიციარი სტუდენტების მონაწილეობის ხარჯი 2400 ევროს უტოლდება სემესტრში).
• დაახლოებით 8 სტუდენტს, ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოებიდან, რომლებსაც, 12 თვეზე მეტი აქვთ გატარებული ევროკავშირში, მიენიჭებათ ერასმუს მუნდუსის წლიური B სტიპენდია, სიდიდით, 9000 ევრო, რათა ისწავლონ, ევროფილოსოფიის კონსორციუმის 2 ევროპულ უნივერსიტეტში და ერთ არაევროპულ, ევროფილოსოფიის კონსორციუმთან ასოცირებულ უნივერსიტეტში (B სტიპენდიის ბენეფიციარი სტუდენტების მონაწილეობის ხარჯი 750 ევროს უტოლდება სემესტრში).
ევროფილოსოფიის მასტერის სტუდენტები ორი სემესტრის განმავლობაში კონსორციუმის ორ უნივერსიტეტში სწავლობენ. მესამე და მეოთხე სემესტრებს კი, ერთი და იგივე უნივერსიტეტში ატარებენ.
ორი წლის განმავლობაში მუშაობენ საკვლევ თემაზე. ნაშრომის ხელმძღვანელად ინიშნება ლექტორი-მკვლევარი იმ უნივერსიტიდან, სადაც სტუდენტი ბოლო ორი სემესტრის მანძილზე მოღცაწეობს.
თითოეული წელიწადი დახურულად მიიჩნევა 60 კრედიტის მიღებისას. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, ერასმუს მუნდუსის სტუდენტი იღებს ევროფილოსოფიის კონსორციუმის სამი უნივერსიტეტის მასტერს.
ევროფილოსოფიის სასწავლო პროგრამის კანდიდატებს მოეთხოვებათ:
• საშუალო სკოლის დიპლომის მოპოვებიდან, სულ მცირე, სამი წლის შესაბამისი განათლების დონე (ითვლება 180 კრედიტის ექვივალენტი), ან “Licence” -ის შესაბამისი დიპლომი (Bachelor) LMD -ს (Licence, Master, Doctorat) სისტემის მიხედვით;
• განვლილი საუნივერსიტეტო კურსი ფილოსოფიისა და ფილოსოფიის ისტორიის განხრით;
• გერმანული და/ან ფრანგული ენის წერის და კითხვის ცოდნა, იმ შემთხვევაში, თუ მხოლოდ ერთი მათგანი იციან, ვალდებული არიან გაიარონ, ევროფილოსოფიის მასტერის ფარგლებში შემოტავაზებული, მეორე, მათთვის უცნობი ენის ინტენსიური კურსი;
• ვალდებულება აიღონ გაიარონ ევროფილოსოფიის ორ წლიანი კურსი.
კანდიდატებმა უნდა შეავსონ A და B ტიპის სტიპენდიების მოთხოვნის ანკეტა და გააგზავნო ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 28 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.