მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის (ლაიფციგი, გერმანია) სტიპენდიები დოქტორანტებისთვის
მაქს პლანკის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტი (ლაიფციგი, გერმანია) აცხადებს კონკურსს სტიპენდიების მოსაპოვებლად.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე ბიოლოგიის, ანთროპოლოგიის, პალეონტოლოგიის ან მონათესავე სფეროს მკვლევარებს. კვლევითი პროექტების ძირითადი თემა იქნება აფრიკული პლიო-პლეისტოცენის დროინდელი ჰომინინების კრანიო-დენტალური ნამარხები.
სტიპენდია გაიცემა სამი წლით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• ბაკალავრის, მაგისტრის ან მათთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ნიშნების ფურცელი (ფურცლები);
• უშუალოდ რეკომენდატორების მიერ გაგზავნილი ორი სარეკომენდაციო წერილი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.