ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მაქს ფ. პერუცის ლაბორატორიების საერთაშორისო სადოქტორო პროგრამა ავსტრიაში (ვენა)

ავსტრიის ვენის მაქს ფ. პერუცის სახელობის სამეცნიერო–კვლევითი ლაბორატორიები იწვევენ წარჩინებულ სტუდენტებს მსოფლიოს მასშტაბით ყოვლისმომცველ და პერსპექტიულ სადოქტორო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შემდეგი მიმართულებით: ბიომეცნიერებების, ქიმიის, მედიცინის ან მონათესავე სფეროებში.

პროგრამა აქცენტს აკეთებს სტუდენტთა მენტორულ უნარ–ჩვევებზე და მიზნად ისახავს გამოზარდოს მათგან შემოქმედებითი პოტენციალის მქონე დამოუკიდებელი მეცნიერები. მაქს ფ. პერუცის ლაბორატორიები წარმოადგენენ ვენის უნივერსიტეტისა და ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის გაერთიანებას.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ ხარისხს მოცემული პროგრამით გათვალისწინებულ დარგებში.
პროგრამის სასწავლო ენაა ინგლისური.

პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•    აკადემიური მოსწრების ამსახველი სრული დოკუმენტაცია (სერთიფიკატები, მიღებული შეფასებები და სხვა);
•    ორი სარეკონმენდაციო წერილი, რომლებიც უნდა გაიგზავნოს უშუალოდ რეკომენდატორი აკადემიური პერსონალის მიერ.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 26 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

ბანერები