ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მაკედონიის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის სასწავლო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

მაკედონიის ქალაქ სკოპლეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტი „ევრო-ბალკანეთი“ აცხადებს კონკურსს მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასწავლო კურსების გასავლელად შემდეგი მიმართულებების განხრით:
•    გენდერი (სქესი და ფილოსოფია, სქესი და სოციოლოგია);
•    სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპათმცოდნეობა;
•    კულტურათმცოდნეობა;
•    ბიზანტიონისტიკა;

აღსანიშნავია, რომ ინსტიტუტი წარმოადგენს ერასმუს მუნდუსის ევროპული უნივერსიტეტის ნაწილს, რაც მონაწილე სტუდენტებს საშუალებას აძლევს სწავლების პროცესში ისარგებლონ გაცვლითი სტუდენტის სტატუსით. სასწავლო კურსი იმართება ინგლისურ ენაზე, ამიტომ სავალდებულოა აღნიშნული ენის სრულფასოვნად ფლობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზვანონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    მინიმუმ ბაკალავრის დიპლომი პროგრამით გათვალისწინებულ ან მონათესავე სფეროებში;
•    მოკლე ავტობიოგრაფია (CV);
•    სამოტივაციო წერილი (150–300 სიტყვა);
•    პერსონალურად ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა (ხელმისაწვდომია ინსტიტუტის ვებ–გვერდზე).
 
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 21 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები