მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა
მაცუმის საერთაშორისო ფონდმა (The Matsumae International Foundation) გამოაცხადა სტიპენდიების პროგრამა 2012 წლისათვის.
სტიპენდია საშუალებას აძლევს მკლევარებს განახორციელონ კვლევა იაპონიაში მათ მიერ შერჩეულ დაწესებულებაში: უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებში, ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში, ასევე კერძო დაწესებულებებში, 3-დან 6 თვის განმავლობაში. ამ მიზნით ფონდმა სულ 20 სტიპენდია გამოყო.
სტიპენდიები განკუთვნილია პირებისათვის, რომლებიც არ არიან იაპონიის მოქალაქეები და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:
• უნდა გააჩნდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
• მათი ასაკი უნდა იყოს 40 წლის ქვემოთ;
• უნდა ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას საკმაოდ კარგად რათა დაუბრკოლებლად შეძლონ კვლევის განხორციელება;
• არ უნდა იყვნენ იაპონიაში ნამყოფი;
• უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პროფესია რათა სტიპენდიის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში;
თუ აპლიკანტი უკვე მონაწილეობდა მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამაში, მას არა აქვს მეორედ მასში მონაწილეობის უფლება
პრიორიტეტული სფეროები კვლევის საწარმოებლად: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინერო საქმე და მედიცინა.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.