ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამა

მაცუმის საერთაშორისო ფონდმა (The Matsumae International Foundation) გამოაცხადა სტიპენდიების პროგრამა 2012 წლისათვის.

სტიპენდია საშუალებას აძლევს მკლევრებს, განახორციელონ კვლევა იაპონიაში მათ მიერ შერჩეულ დაწესებულებაში: უნივერსიტეტების კვლევით ლაბორატორიებში, ეროვნულ კვლევით დაწესებულებებში, ასევე კერძო დაწესებულებებში, 3-დან 6 თვის განმავლობაში. ამ მიზნით ფონდმა სულ 20 სტიპენდია გამოყო.

სტიპენდიები განკუთვნილია პირებისათვის, რომლებიც არ არიან იაპონიის მოქალაქეები და აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

•    უნდა გააჩნდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
•    მათი ასაკი უნდა იყოს 40 წლის ქვემოთ;
•    უნდა ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას საკმაოდ კარგად, რათა დაუბრკოლებლად შეძლონ კვლევის განხორციელება;
•    არ უნდა იყვნენ იაპონიაში ნამყოფი;
•    უნდა ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პროფესია, რათა სტიპენდიის ამოწურვის შემდეგ დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში;
•    თუ აპლიკანტი უკვე მონაწილეობდა მაცუმის საერთაშორისო ფონდის სტიპენდიების პროგრამაში, აღარ აქვს მეორედ მასში მონაწილეობის უფლება.

პრიორიტეტული სფეროები კვლევის საწარმოებლად: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინერო საქმე და მედიცინა.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისთვის  მიმართეთ  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები