ლუქსემბურგის უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამა განათლების სოციოლოგიაში
ლუქსემბურგის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს მაგისტრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის განათლების სოციოლოგიის მიმართულებით სადოქტორო სასწავლო - კვლევითი კურსის გასავლელად. დასაქმდებიან რა სამ წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე უნივერსიტეტის ენისა და ლიტერატურის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სახელოვნებო და განათლების ფაკულტეტზე სრულგანაკვეთიან მეცნიერ - თანამშრომლებად, მონაწილე სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ სოლიდურ ანაზღაურებას და ერთდროულად ისარგებლებენ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტის, აგრეთვე თანამშრომლის სტატუსით. პროგრამის მონაწილეები შეასრულებენ შემდეგ ძირითად მოვალეობებს: დაამუშავებენ სადოქტორო ნაშრომს განათლების სოციოლოგიაზე აქცენტირებით, საგანმანათლებლო სისტემების დახასიათებასა და საგანმანათლებლო უთანასწორობებზე აქცენტირებით; დახმარებას გაუწევენ უნივერსიტეტს საგანმანათლებლო უთანასწორობების კუთხით კვლევების განხორციელებისას; მონაწილეობას მიიღებენ პედაგოგიურ საქმიანობაში საგანმანათლებლო სოციოლოგიისა და სოციალურ მეცნიერებათა კვლევის მეთოდების მიმართულებით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სოციოლოგიასა ან სოციალურ მეცნიერებებში მაგისტრის აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• სამოტივაციო წერილი;
• რეზიუმე (CV);
• სადოქტორო ნაშრომის თეზისები (სამი გვერდი);
• გამოქვეყნებული ნაშრომების ჩამონათვალი (არსებობის შემთხვევაში);
• ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომების ასლები;
• აკადემიური პერსონალის წარმომადგენელი ორი რეკომენდატორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია.
განაცხადი და თანდართული დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ან გერმანულ ენაზე.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.