ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლონდონის ხელოვნების კოლეჯის 2010 – 2011 წლის სამაგისტრო პროგრამები

ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტი სთავაზობს საერთაშორისო სტუდენტებს სამაგისტრო პროგრამების დაფინანსებას 6 კოლეჯში. დაფინანსება მიენიჭებათ იმ სტუდენტებს, რომლებსაც გააჩნიათ შესაძლებლობა და პოტენციალი, ხელი შეუწყონ ხელოვნების, დიზაინის, კომუნიკაციისა და პერფორმანსის განვითარებას.

დაფინანსება ხდება ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო დაწესებულებებში:

1. წმ. არტინის სახელობის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი;
2. ლონდონის მოდის კოლეჯი;
3. ლონდონის კომუნიკაციის კოლეჯი;
4. ჩელსის ხელოვნებისა და დიზაინის კოლეჯი;
5. კემბერველის ხელოვნების კოლეჯი;
6. უიმბლდონის ხელოვნების კოლეჯი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 14 ივნისი.
იმ სამაგისტრო პროგრამებისთვის, რომლებიც იწყება 2010 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 14 ივნისი.
იმ სამაგისტრო პროგრამებისთვის, რომლებიც იწყება 2010 წლის იანვარში, განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 27 სექტემბერი.


დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდები:

http://www.arts.ac.uk/docs/UAL_International_Graduate_Scholarships_Guidelines_2010_2011.pdf

http://www.eastchance.com/anunt.asp?q=510,eu,sch&issue=20091214&utm_source=eastchanceMailing&utm_medium=email&utm_campaign=20091221

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

 

 

 

 

ბანერები