ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტის სრული და ნაწილობრივი სტიპენდიები ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით

ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტი აცხადებს სრულ და ნაწილობრივ ანაზრაურებად სტიპენდიებს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისათვის ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო კურსის გასავლელად.

სტიპენდიის მიღებით დაინტერესებული კანდიდატი არ უნდა იყოს დიდი ბრიტანეთის მოქალაქე და უნდა ფლობდეს ოფიციალურ მოწვევას ვესტმინსტერის უნივერსიტეტიდან.

მოცემული სტიპენდიებით გათვალისწინებული სრული თუ ნაწილობრივი ანაზღაურება დამოკიდებული იქნება კანდიდატის აკადემიურ წარმატებაზე, განვითარების პოტენციალსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 ნოემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები