ლონდონის უნივერსიტეტის ,,გოლდსმიტის’’ საერთაშორისო სამაგისტრო სტიპენდიები (2010-2011)
ლონდონის უნივერსიტეტი გთავაზობთ 10 სტიპენდიას სრულ სამაგისტრო პროგრამაზე ნებისმიერი მიმართულებით. სტიპენდია განისაზღვრება 5.000 ევროს ოდენობით და მოიცავს ერთ სასწავლო წელს. კანდიდატს უნდა ჰქონდეს გარკვეული ოდენობით თვითდაფინანსების შესაძლებლობა და უნდა გამოირჩეოდეს საუკეთესო აკადემიური მოსწრებით.
განაცხადის შესატანად კანდიდატმა უნდა შეავსოს საერთაშორისო სამაგისტრო სტიპენდიის სააპლიკაციო ფორმა.
ყველა განაცხადი განიხილება მხოლოდ აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით - ფინანსური მდგომარეობა არ იქნება მხედველობაში მიღებული.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:www.gold.ac.uk/pg/costs/international/goldsmithsinternationalpostgraduatescholarship/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)