ლონდონის კომერციის საერთაშორისო სკოლის სტიპენდიები
ლონდონის კომერციის საერთაშორისო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სხვადასხვა მიმართულებების განხრით საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების გასავლელად გამოყოფილი სრული ან ნაწილობრივი სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილე სტუდენტებს მიენიჭებათ ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი. პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ბიზნესი და მართვა, ბიზნეს ადმინისტრირება, საინფორმაციო ტექნოლოგიები, მარკეტინგი და ფინანსები, საერთაშორისო სტუმართმოყვარეობის მენეჯმენტი, საერთაშორისო ტურიზმის მენეჯმენტი, საბუღალტრო საქმე და ფინანსები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა, რომელიც უნდა შეიცავდეს სრულ ინფორმაციას კანდიდატის ტელეფონის ნომრის, ფაქსისა და ელ - ფოსტის შესახებ;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლი/ასლები;
• რეზიუმე (CV);
• პასპორტის ზომის ფოტოსურათი.
სტუდენტებს, რომელთა კრიტერიუმები არ შეესაბამება პირდაპირი ჩარიცხვის მოთხოვნებს, უნივერსიტეტი სთავაზობს მოსამზადებელ პროგრამებს. სასწავლო პროგრამების ფარგლებში უნივერსიტეტი თავის სტუდენტებს აგრეთვე სთავაზობს ინტენსიური ინგლისური ენის ერთწლიან კურსს 1000 ფუნტად.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 22 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.