ლონდონის ბიზნესის და ფინანსების სკოლის სასტიპენდიო პროგრამები, საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები, დასწრებული და on-line სწავლება, პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება დიდ ბრიტანეთში
ლონდონის ბიზნესის და ფინანსების სკოლა არის ერთ-ერთი წამყვანი ბიზნეს სკოლა დიდ ბრიტანეთში, რომელიც მდებარეობს ლონდონის ცენტრალურ ნაწილში. იგი ცნობილია, როგორც ბიზნესის მართვის საუკეთესო პროგრამების გლობალური ცენტრი. აქ განათლებას იღებენ მსოფლიოს 70 ქვეყნიდან ჩამოსული ნიჭიერი და პერსპექტიული სტუდენტები.
ლონდონის ბიზნესის და ფინანსების სკოლა სტუდენტებს სთავაზობს სწავლას როგორც ბაკალავრიატში, ასევე მაგისტრატურაში და პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ეს მათ საშუალებას აძლევთ შეარჩიონ სასურველი სასწავლო კურსი საკუთარი კარიერის სპეციფიკიდან გამომდინარე.
სკოლა აკრედიტებულია ბრიტანეთის საკონსულოს მიერ და ფლობს TIER 4 Registered Sponsor with "A" Ranking ლიცენზიას. სკოლის კურსდამთავრებულებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ დიდი ბრიტანეთის 2-წლიანი სამუშაო ვიზა.
სასტიპენდიო პროგრამები
ლონდონის ბიზნესის და ფინანსების სკოლა სტუდენტებს სთავაზობს 4 სახის სტიპენდიას. მათი მოპოვება შესაძლებელია აკადემიური მოსწრების და სხვა მიღწევების მიხედვით. ეს სტიპენდიებია:
- სტიპენდია განვითარებადი საბაზრო ეკონომიკისათვის;
- სტიპენდია ბიზნესმენი ქალებისათვის
- კორპორატიული სტიპენდია
- მრავალდარგოვანი სტიპენდია
- LSBF-ის ინგლისური ენის სკოლა:
- ძირითადი ინგლისური ენის კურსი;
- საერთაშორისო ინგლისური ენა;
- IELTS მოსამზადებელი კურსები;
- ბიზნეს ინგლისური;
- სასაუბრო ინგლისური;
ხელმძღვანელობითი, კორპორაციული და სხვა სპეციალური მიზნებისათვის განკუთვნილი ინგლისური;
წინასამაგისტრო პროგრამა ინფლისურ ენაში.
სკოლის პატრონაჟი:
მისი უდიდებულესობა, პრინცი მაიკლი, პატრონაჟს უწევს ლონდონის ბიზნესის და ფინანსების სკოლას და თამაშობს უდიდეს როლს სკოლის, როგორც ყველაზე დინამიური სასწავლებლის, რეპუტციის შენარჩუნებაში.
სამაგისტრო პროგრამები, დასწრებული და on-line სწავლება:
- ბიზნეს ადმინისტრაციის მაგისტრი;
- ფინანსების მაგისტრი;
- მარკეტინგის მაგისტრი.
პროფესიული კვალიფიკაციები, დასწრებული და on-line სწავლება:
- ACCA;
- CIMA;
- CIM.
3-წლიანი ბაკალავრის პროგრამა:
საერთაშორისო ბიზნესის ბაკალავრი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 5 აგვისტო.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვებ–გვერდი: www.LSBF.org.uk ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.