ლიუვენის უნივერსიტეტის სტიპენდიები
განცხადებები
ლიუვენის უნივერსიტეტის (ბელგია) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების სადოქტორო სკოლა, ეთიკის, სოციალური და პოლიტიკური ფილოსოფიის ცენტრი აცხადებს კონკურსს 5 წლიანი კვლევითი სტიპენდიისთვის, ფილოსოფიური მეცნიერებების მაგისტრებისთვის.
კვლევითი პროექტი სახელწოდებით ”Immigration, Exclusion and Justice”, რომელშიც ჩაერთვება სტიპენდიანტი, ხორციელდება თანამედროვე პოლიტიკური ფილოსოფიის მიმართულებით.
კანდიდატი გახდება კვლევითი ჯგუფის RIPPLE (Research in Political Philosophy Leuven) წევრი, რომლის მიზანია თანამედროვე დემოკრატიის ძირითადი პრინციპების ტრანსფორმაციების გამოვლენა, რაზეც გავლენას ახდენს მულტიკულტურალიზმი და გლობალიზაციის პროცესი. ამ ეტაპზე ინტერნაციონალური ჯგუფი შედგება ოთხი უფროსი მკვლევარის, ორი პოსტ-სადოქტორო მკვლევარის და 14 დოქტორანტისაგან.
პროგრამა დაიწყება 2010 წლის 1 ოქტომბერს და მოიცავს მაგისტრატურასა (1 წელი) და დოქტორანტურას (4 წელი).
კონკურსის პირობები:
- - სტიპენდია განკუთვნილია იმ ქვეყნების წამომადგენლებისთვის, რომლებიც არ არიან ევროპის ეკონომიკური ზონის წევრები (ევროკავშირის ქვეყნები, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია)
- - კანდიდატს მოპოვებული უნდა ჰქონდეს ფილოსოფიის მაგისტრის ხარისხი (სასურველია პოლიკიტური ფილოსოფიის მიმართულებით)
- - უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება
- - უნდა მიიღოს აქტიური მონაწილეობა კვლევითი ჯგუფის მუშაობაში
- - უნდა ჰქონდეს კარგი აკადემიური წერის უნარი
- - აუცილებელია ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
- - კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი კვლევითი აქტივობები ნაციონალურ და საერთაშორისო კონფერენციებზე და გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში
- - კანდიდატი ვალდებულია განახორციელოს პედაგოგიური საქმიანობა საბაკალავრო დონეზე (მაქს. 2 აკადემიური საათი კვირაში)
შერჩეულ კანდიდატს ლიუვენის უნივერსიტეტი სთავაზობს სტიპენდიას თვეში 1225 ევროს ოდენობით დოქტორანტურის დონეზე და 750 ევროს მაგისტრატურის დონეზე. სტიპენდიანტი უზრუნველყოფილი იქნება ჯანმრთელობის დაზღვევით და საერთაშორისო კონფერენციებზე დასწრების ხარჯებით. აპლიკაციის ბოლო ვადაა 14 ივნისი, 2010.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://ghumweb1.ghum.kuleuven.be/doctoralschool/vacatures//dbof.aspx
ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.