ლიტვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია
ლიტვის ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა და დიპლომატიის ფაკულტეტი 2011 წლის 12–13 მაისს გიწვევთ საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე; „სოციალური და ინტელექტუალური ტრანსფორმაციები მე–20 საუკუნის ბოლოს“.
კონფერენციის მიზანია თავი მოუყაროს ბაკალავრისა ან უფრო მაღალი აკადემიური ხარისხის მფლობელ საერთაშორისო სტუდენტებს სოციალური, პოლიტიკური ან ეკონომიკური მიმართულებების განხრით. კონფერენცია მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
1. დაგეგმარებული ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის დრამატულობა და დაძაბულობანი;
2. მოქალაქეობის ცნება 1990 წლის შემდეგ: ვნებასა და ირონიას შორის;
3. ძველი და ახალი კოლექტივიზმი: ჩავლილი თუ ახლადაღმოცენებული საზოგადოების კრიზისი?
4. ნაციონალიზმი: თამაში, ძალაუფლების იარაღი, ძალა თუ ინერცია?
5. საჯარო სფეროს დემოკრატიზაცია;
6. ხელოვნებისა და ხელოვნების მოღვაწეთა წინაშე მდგარი ახალი გამოწვევები;
6. გარემოს დაცვისა და საშიშროებათა დაძლევის ცნობიერების ფორმირება.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ კვლევითი ნაშრომის თეზისები (არაუმეტეს 300 სიტყვისა) კონფერენციით გათვალისწინებულ თემებთან დაკავშირებით. კონფერენციაზე თითოეულ მომხსენებელს დაეთმობა 15 წუთი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.