ლიტვის სახელწიფო სტიპენდიების პროგრამა
გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის ფონდი აცხადებს უცხოელი სტუდენტებისათვის, მკვლევარებისა და ლექტორებისათვის ლიტვის სახელმწიფო სტიპენდიების პროგრამა. პროგრამაში მონაწილე კანდიდატებისთვის დაგეგმილია ლიტვური ენის შემსწავლელი კურსები. პროგრამა არ ითვალისწინებს აკადემიური ხარისხის მინიჭებას.
მონაწილე კანდიდატებს ევალებათ სასწავლო პროგრამის ჩამოყალიბება. მათ უნდა აირჩიონ საგნები ქვემოთ მოყვანილი ორი ჯგუფიდან. პირველ ჯგუფში შედის ფილოლოგია: ლინგვისტიკა, ლიტერატურა, ბალტიისა და ლიტვის ფილოლოგია, ხოლო მეორე ჯგუფში შედის ისტორია, ფილოსოფია, თეოლოგია და კულტურა: ლიტვის ისტორია, ეთნოლოგია და ფოლკლორი, კულტურათმცოდნეობა.
დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ოქტომბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.