ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლისაბონი 2011

პოლიტიკურ მეცნიერებებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტთა საყურადღებოდ: ქ. ლისაბონში, 2011 წლის 10 აპრილიდან 16 აპრილის ჩათვლით ტარდება გენერალური ასამბლეა და აკადემიური კონფერენცია (Academic Conference and General Assembly). პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაგეგმილია მრავალი საინტერესო და მნიშვნელოვანი აქტივობები. მონაწილე სტუდენტებს საშუალება ექნებათ მეტი ინფორმაცია შეიძინონ საერთაშორისო დაწესებულება ორგანიზაციების შესახებ და გაეცნონ მსოფლიოს წინსვლის ტემპებს 21 საუკუნის პირველი ათწლეულის განმავლობაში.

მონაწილეებს სურვილისამებრ შეუძლიათ აირჩიონ მომსახურების 60 ევროდან 170 ევრომდე ღირებულების პაკეტები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები