ლინფილდის კოლეჯის სტიპენდიები
ლინფილდის კოლეჯი საერთაშორისო სტუდნეტებს სთავაზობს ნაწილობრივ ანაზღაურებადი სტიპენდიების შეზღუდულ რაოდენობას. რიგ შემთხვევაში, კოლეჯს დამატებით შეუძლია არასრულგანაკვეთიანი, შიდასაუნივერსიტეტო სამუშაოს შეთავაზებაც. სტიპენდიებითა და უნივერსიტეტში დასაქმებით დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ გააგზავნონ პირადი ხასიათის წერილი შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად შემდეგ მისამართზე: admission@linfield.edu
სტიპენდიის ყოველწლიური საშუალო ოდენობა (დასაქმების ჩათვლით) შეადგენს 18 000 აშშ. დოლარს.
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ უნივერსიტეტის ვებგვერდი: www.linfield.edu/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333.
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)