ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლეინ კრიკლანდის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

პოლონურ - ამერიკული თავისუფლების ფონდი და პოლონურ - ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებს ღია კონკურსს 2010/2011 აკადემიურ წელს ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიის მისაღებად კანდიდატებისათვის უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, მოლდავეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.
2010/2011 აკადემიურ წელს კირკლანდის პროგრამა გათვალისწინებულია პიროვნებებისათვის, რომლებიც არიან უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერები, ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამთავრობო და თვითმმართველობის დაწესებულებების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, მეწარმეები, მენეჯერები, უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები, ჟურნალისტები, კულტურისა და საზოგადოებრივი აქტივობის ანიმატორები.
პროგრამა რეალიზდება პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლების დამატებითი კურსისა და აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში 2-4 კვირის განმავლობაში პროფესიონალური სტაჟირების ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
• სრული უმაღლესი განათლება (მაგისტრის წოდება);
• ასაკი 35 წლამდე;
• პოლონური და ინგლისური ენების ცოდნა;
• პროფესიული გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.

განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 15 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
www.kirkland.edu.pl
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337,
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

ბანერები