ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია

პოლონურ-ამერიკული თავისუფლების ფონდი და პოლონურ-ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებენ კონკურსს ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად 2012-2013 აკადემიური წლისათვის.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ ორი სემესტრის განმავლობაში პოლონურ უნივერსიტეტებში და გაიარონ 2-4 კვირიანი სტაჟირება პოლონეთის სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებში. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 1800 პოლონური ზლოტის ოდენობით. პროგრამა ფარავს სწავლების, დაბინავების, დაზღვევის, მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების ხარჯებს. 

სფეროები:
•    ეკონომიკა და მართვა;
•    ადმინისტრირება/მართვა;
•    საჯარო ადმინისტრაცია;
•    სამართალი;
•    საზოგადოებრივი მეცნიერებები;
•    პოლიტიკური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობები;
•    განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

აუცილებელი მოთხოვნები:
•    უკრაინის, ბელორუსიის, რუსეთის, მოლდავეთის, საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის ან ყირგიზეთის მოქალაქეობა ან მუდმივი ცხოვრების უფლება;
•    მაგისტრის წოდება;
•    35 წლამდე ასაკი (დასაბუთების შემთხვევაში 40 წლამდე ასაკი);
•    პოლონური ენის ცოდნა, ინგლისური ენის ცოდნა იმ შემთხვევაში, თუ შერჩეული კურსი იკითხება ინგლისურ ენაზე;
•    პროფესიული გამოცდილება 2 წელი.

საჭირო საბუთები:
•    შევსებული განაცხადის ფორმა;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე);
•    უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი.

განაცხადების მიღების ბოლო დღეა 2012 წლის 1 მარტი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები