ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლეინ კირკლანდის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

პოლონურ - ამერიკული თავისუფლების ფონდი და პოლონურ - ამერიკული ფულბრაიტის კომისია აცხადებენ ღია კონკურსს 2011/2012 აკადემიურ წელს ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდიის მისაღებად კანდიდატებისათვის უკრაინიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან, მოლდავეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბეიჯანიდან, ყაზახეთიდან და ყირგიზეთიდან.

პროგრამა განკუთვნილია უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებიც დაინტერესებულები არიან საკუთარ რეგიონებში დემოკრატიის, ეკონომიკის და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებით. პროგრამის რეალიზება ხდება პოლონეთის უმაღლეს სასწავლებლებში ორი სემესტრის განმავლობაში სწავლების დამატებითი კურსის და აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში 2–4 კვირის განმავლობაში პროფესიონალური სტაჟირების ფარგლებში.

სფეროები:

•    ეკონომიკა და მართვა
•    ადმინისტრირება/ მართვსა (ბიზნესი, არასამთავრობო ორგანიზაციები, კულტურა, გარემოს დაცვა, ჯანდაცვის სამსახური)
•    საჯარო ადმინისტრაცია (სამთავრობო და თვითმმართველობა)
•    სამართალი
•    საზოგადოებრივი მეცნიერებები (საზოგადოებრივი ფსიქოლოგია, სოციოლოგია)
•    პოლიტილური მეცნიერებები და საერთაშორისო ურთიერთობი
•    განვითარების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება

კანდიდატები:

2011/2012 აკადემიურ წელს კირკლანდის პოგრამა გათვალისწინებულია პიროვნებებისათვის, რომლებიც წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს:
•    ექსპერტები, პოლიტიკოსები, სამთავრობო და თვითმმართველობის დაწესებულებების თანამშრომლები
•    მეწარმეები, მენეჯერები
•    არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერები, კულტურის და საზოგადოებრივი აქტივობის ანიმატორები
•    უმაღლესი სასწავლებლების პედაგოგები
•    ჟურნალისტები

აუცილებელი მოთხოვნები:


•    ზემოთ ჩამოთვლილი ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეობა ან მუდმივი ცხოვრების უფლება (პოლონეთის მოქალაქე ან პოლონეთში მუდმივად მცხოვრები პირი არ დაიშვება კონკურსში)
•    სრული უმაღლესი განათლება (მაგისტრის წოდება)
•    ასაკი 35 წლამდე (დასაბუთებულ შემთხვევებში 40 წლამდე)
•    პოლონური ენის ცოდნა იმ დონეზე, რომელიც აძლევს კანდიდატს სემინარებსა და ლექციებში მონაწილეობის და სადიპლომო ნაშრომის დაწერის საშუალებას; ინგლისური ენის ცოდნა  - კონკრეტული კურსის ამ ენაზე არჩევის შემთხვევაში (ასეთ სიტუაციაში დასაშვებია პოლონური ენის ნაკლებ დონეზე ცოდნა)
•    პროფესიული გამოცდილება – მინიმუმ 2 წელი

უპირატესობა მიენიჭება იმ კანდიდატებს, რომლებიც:

•    აქტიურობენ როგორც პროფესიულად, ასევე საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობაში
•    აქვთ მნიშვნელოვანი  მიღწევები ამ სფეროში
•    არ სწავლობდნენ პოლონეთში

საჭირო საბუთები:


1.    შევსებული განაცხადი:
•    ანკეტის ფორმა
•    ყოფნის პროექტის აღწერა – განმარტება, თუ რატომ გინდათ მიიღოთ მონაწილეობა კირკლანდის პროგრამაში და შეთავაზებები კანდიდატის პოლონეთში აქტიურობის შესახებ და სამომავლო გეგმები (4000 – 6000 სიმბოლო ინტერვალებით).
2.    ორი სარეკომენდაციო წერილი კანდიდატის მიღწევების და კვალიფიკაციების შესახებ, ასევე იმედები მისი მომავალი პროფესიული და საზოგადოებრივი განვითარებისა (პოლონურ, ინგლისურ ან რუსულ ენაზე), ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი.
3.    უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (ან მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომის ასლი), ელექტრონული ფოსტით გამოგზავნილი.

მიღება:

სამეტაპიან პროცესში აირჩევა 50 საუკეტესო კანდიდატი:
I ეტაპი – ანკეტების ფორმალური შეფასება
II ეტაპი – ანკეტების შინაარსობრივი შეფასება
III ეტაპი – საკვალიფიკაციო გასაუბრება (დაგეგმილია 30.03-14.04.2011)
III-მე ეტაპისთვის მოწვეულ კანდიდატებს ინფორმაცია მიეწოდებათ ელექტრონული ფოსტით ან სატელეფონო ზარით მაისის  დასაწყისში.

ინფორმაცია კონკურსის საბოლოო შედეგების შესახებ გამოიგზავნება ფოსტით 2011 წლის მაისის ბოლოს.
კანდიდატების განცხადებების გადმოგზავნის წესი:
დაწვრილებითი პროგრამა, ანკეტების შევსების ინსტრუქცია და ანკეტები ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: ჰტტპ://კირკლანდ.ედუ.პლ/ფორმ
ან ფულფრაიტის კომისიასთან ელექტრონული მიმოწერის გზით.
ანკეტა უნდა შეივსოს ონ – ლინე რეჟიმში.
ანკეტის შევსების შემდეგ უნდა ამობეჭდოთ სისტემის მიერ გამომუშავებული დასტური, რომ თქვენი განცხადება მიღებულია. ხელმოწერილ გვერდს თან უნდა დაერთოს კანდიდატის სურათი უნდა გაიგზავნოს ფოსტით ფულბრაიტის კომისიის მისამართზე.
ანკეტის  ონ – ლინე რეჟიმში შევსებისას პრობლემების შემთხვევაში, შესაძლებელია ანკეტის ამობეჭდვა ინტერნეტიდან, შევსების შემდეგ დასკანირება და ელექტრონული ფოსტით გაგზავნა მისამართზე:  : Kირკლანდ@ფულბრიგჰტ.ედუ.პლ

ანკეტის გამოგზავნის ვადა:


სტიპენდიაზე განცხადებების მიღების ბოლო ვადა იწურება
2011 წლის 1 მარტს
მოცემული ვადის გადაცილებით შემოსული აპლიკაცია არ განიხილება.

ფინანსური პირობები:

სტიპენდია: 1750 პოლონური ზლოტი თვეში. დამატებით პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი ხარჯების ანაზღაურებას: საგანმანათლებლო გადასახადის, პოლონეთში დაბინავების საფასურს, დაზღვევის, პოლონეთში/დან მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა საგანმანათლებლო მასალების ხარჯების ანაზღაურებას. სტიპენდისტს კომპუიტერი გადაეცემა დროებით და შეიძლება გახდეს მისი საკუთრება სასტიპენდიო პროგრამის ყველა მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში.

სტიპენდიის პროგრამა:

•    პროგრამის ინაუგურაცია (2011 წ. სექტემბერი)
•    საინფორმაციო – მოსამზადებელი კურსი (10 დღე)
•    ლექციები სასწავლებლებში (ორი სემესტრი) პოლონეთის უმთავრეს უმაღლეს სასწავლებლებში: ვარშავა, კრაკოვი, პოზნანი, ვროცლავი, ლუბლინი
•    სემესტრალური და სადიპლომო ნამუშევრების მომზადება
•    ყველა სტიპენდისტის ოთხი საინტეგრაციო-სასწავლო შეხვედრა
•    ლიდერობის და ინდივიდუალური განვითარების ხელშემწყობი შეხვედრები
•    პროფესიული სტაჟირება  (2 – 4 კვირა), როგორც წესი სასწავლო პროცესის ბოლოს
•    პროგრამის დამთავრების ცერემონია – დიპლომების გადაცემა (2012 წ. ივნისი, ვარშავა)

პროგრამის მფარველი არის ლეინ კირკლანდი (1922 – 1999) ამერიკული პროფკავშირების მრავალწლიანი მეთაური (AFL-ჩIO), პოლონურ–ამერიკული საწარმო ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრი; პოლონურ–ამერიკული თავისუფლბის ფონდის დაფუძნების ერთ–ერთი ინიციატორი. 80–ან წლებში თავისი აქტიურობით და ავტორიტეტით ეხმარებოდა პოლონურ „სოლიდარობას“. მხარს უჭერდა აგრეთვე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მისწრაფებას თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ. ის დააჯილდოვეს უმაღლესი ჯილდოებით, მაგ. ამერიკული „თავისუფლების მედლითა“ და პოლონური „თეთრი არწივის ორდენით“.
 
POLSKO-AMERYKAŃSKA FUNDACJA WOLNOŚCI (PAFW) – პროგრამის დამფინანსებელი
ფონდმა თავისი საქმიანობა 2000 წელს დაიწყო. ფონდი მთავარ მიზნად ისახავს დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების განმტკიცებას, ინდივიდუალური და საზოგადოებრივი განვითარების შანსების გათანაბრებას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას, ასევე პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას ცენტრალურ და აღმოსავლური ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცვლილებების სფეროში.  ფონდი ფინანსდება ფონდის შემოსავლებიდან, რომლის წყაროს პოლონურ–ამერიკული სამეწარმეო ფონდის სახსრები წარმოადგენს. ამ დრომდე სამეწარმეო ფოონდმა გადმორიცხა ფონდის ანგარიშზე 250 მილიონი აშშ დოლარი. 2000 წლიდან ფონდმა პროგრამების განხორციელებაზე 70 მილიონ აშშ დოლარზე მეტი გამოყო.
ფონდის პროგრამებს ახორციელებენ სხვადასხვა პოლონური არასამთავრობო ორგანიზაციები ფონდის მიერ შემუშავებული პრინციპების და პროცედურების თანახმად. საქმიანობა შემდეგ სფეროებს მოიცავს: განათლება, ადგილობრივი საზოგადოების განვითარება, მოქალაქე დემოკრატიულ ქვეყანაში, ასევე პოლონური გამოცდილების გაზიარება საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცვლილებების სფეროში.
ლეინ კირკლანდის სასტიპენდიო პროგრამა არის პოლონურ–ამერიკული თავისუფლების ფონდის გრძელვადიანი ღონისძიება, რომელიც დაიწყო 2000 წელს და 2001 წლიდან ადმინისტრირებულია ფულბრაიტის კომისიის მიერ ვარშავაში. ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ინტერნეტში: www.pafw.pl


POLSKO-AMERYKAŃSKA KOMISJA FULBRIGHTA – პროგრამის ადმინისტრატორი
ფულბრაიტის კომისია მოქმედებს პოლონეთში პოლონეთისა და შეერთებული შტატების მთავრობების მიერ 2008 წლის 10 მარტს ხელმოწერილ ხელშეკრულებაზე დაყრდნობით (პიერველი ხელშეკრულება გაფორმდა 1990 წლის 22 მარტს). ფულბრაიტის პოლონური პროგრამა არის უმსხვილესი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და პოლონეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ყველაზე პრესტიჟული გაცვლითი პროგრამაა. ფულბრაიტის კომისიის მთავარი მიზანია პოლონეთსა და შეერთებულ შტატებს საერთაშორისო კულტურული და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების გავრცელება. 16 სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კომისია ხელს უწყობს განათლებას, სამეცნიერო კვლევებსა და სხვა სამეცნიერო და კულტურულ ღონისძიებებს, აგრეთვე ორგანიზებას უწევს სტუდენტების, სტაჟიორების, მეცნიერების და მასწავლებლების გაცვლას ორ ქვეყანას შორის. ამგვარად ახორციელებს ფულბრაიტის პროგრამის მთავარ მიზანს: კულტურულ და სამეცნიერო გაცვლის მეშვეობით იდეების, ცოდნის და გამოცდილების გაზიარება სხვადასხვა ერებს შორის. პროგრამის ძირითადი ფინანსური სახსრები მომდინარეობს პოლონეთისა და შეერთებული შტატების მთავრობებიდან. ფულბრაიტის პოლონური პროგრამის  50 წლის  განმავლობაში 1900 მეტმა სტიპენდისტმა ჩაატარა სამეცნიერო კვლევები ამერიკის უმაღლეს სასწავლებლებში; თითქმის იმდენივე ამერიკელი იყო ჩამოსული პოლონეთში ლექციებს წასაკითხად, კვლევების ჩასატარებლად ან პოლონეთის უმაღლეს სასწავლებელბში განათლების მისაღებად.

http://www.fulbright.edu.pl

ბანერები