ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლატვიის ტურიბის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები ინგლისურ ენაზე

ლატვიის ტურიბის ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის ინგლისურ ენაზე საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების გასავლელად შემდეგ მიმართულებებში: ბიზნესის ადმინისტრირება; სამართალმცოდნეობა; საერთაშორისო ტურიზმი; საზოგადოებასთან ურთიერთობები; კომუნიკაციების მენეჯმენტი.

საქართველოს მოქალაქეებისათვის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წლიური საფასური (გარდა ბიზნესის ადმინისტრირებისა) შეადგენს 2100 ევროს, ბიზნეს ადმინისტრირებაზე სწავლის საფასურია წელიწადში 9200 ევრო, სადოქტორო პროგრამებზე სასწავლებლად კი - წელიწადში 2135 ევრო.  ამასთანავე, ბიზნესის ადმინისტრირების სკოლა  სტუდენტთა წარჩინების გათვალისწინებით გამოყოფს 32 სტიპენდიას, რომელიც სრულად ფარავს წლიურ სასწავლო გადასახადთან დაკავშირებულ ხარჯებს და 82 სტიპენდიას, დაახლოებით 570 ევროს ოდენობით. სტიპენდიები დაენიშნებათ სრულგანაკვეთიანი სწავლების მე-2, მე-3 და მე-4 კურსზე მყოფ სტუდენტებს.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ფოსტით (არა ელექტრონულად) უნდა გაგზავნონ  შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სრულად შევსებული და ხელმოწერილი სააპლიკაციო ფორმა;
•    საშუალო განათლების ატესტატის დამოწმებული ასლი;
•    დიპლომის/დიპლომების დამოწმებული ასლი/ასლები ნიშნების ფურცელთან/ფურცლებთან ერთად (სამაგისტრო და სადოქტორო კურსებისათვის);
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL, IELTS შეფასებისა ან კემბრიჯის ინგლისური ენის ფლობის სასერტიფიკატო გამოცდებში მიღებული შეფასებების ამსახველი ოფიციალური დოკუმენტაცია);
•    სააპლიკაციო გადასახადის გადახდის დამადასტურებელი გადარიცხვის ბრძანება;
•    რეზიუმე (CV);
•    პასპორტის ასლი;
•    3cmx4cm ზომის ერთი ფოტოსურათი;
•    სადოქტორო კვლევითი ნაშრომის თეზისები (მხოლოდ სადოქტორო სწავლებებისთვის).

მოცემულ პროგრამაზე განაცხადების გაგზავნის ზუსტი ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. განაცხადები მიიღება ადგილების შევსებამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის- ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ: 822 29 47 11.

ბანერები