ლატვიის საზაფხულო სკოლა
ლატვიის საერთაშორისო საზაფხულო სკოლა აცხადებს კონკურსს საერთაშორისო სტუდენტებისთვის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „სწავლა და გამოცდილების შეძენა ბალტიისპირეთში: ბუნება, კულტურა და მინერალური წყლების საკურორტო ტურიზმი“. სწავლება განხორციელდება 2011 წლის 31 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით ლატვიის ქალაქ ვალმიერასა და ესტონეთის ქალაქ პარნუში.
პროგრამის ფარგლებში საქართველოს მოქალაქეობის მქონე კანდიდატებისთვის ხელმისაწვდომია ლატვიის ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ორი სტიპენდია, რომელიც ფარავს: სასწავლო პროცესის ხარჯებს, დაბინავებას, კვებას, პრაქტიკულ მეცადინეობებისა და მგზავრობის ხარჯებს ვალმიერადან პარნუში, სოციალურ და კულტურულ პროგრამებში მონაწილეობას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი;
• პროგრამის შესაბამის სფეროებში მინიმუმ ბაკალავრის დიპლომის ფოტოასლი ნიშნების ფურცელთან ერთად. თუ სტუდენტი ჯერ კიდევ სწავლობს ბაკალავრიატში, განაცხადის გაგზავნის მომენტისათვის არსებული აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• ერთი სარეკომენდაციო წერილი;
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.