ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

ლატვიის რიგის სამართლის სკოლის სამაგისტრო სტიპენდიები

ლატვიის სამართლის უმაღლესი სკოლა აცხადებს კონკურსს სამართალმცოდნეობასა ან მის შესაბამის დისციპლინებში. სტიპენდიები გაიცემა ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მიერ.

პროგრამის დასაწყისი: 2011 წლის სექტემბერი.

დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
•    სულ მცირე ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო საჯარო სამართლისა ან ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით;

სტიპენდიის მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    მინიმუმ ბაკალავრის დიპლომისა და თანდართული ნიშნების ფურცლის დამოწმებული ასლები ინგლისურ ენაზე;
•    ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი ერთერთი დოკუმენტაცია: TOEFL – 525 ქულა ხელნაწერ ტესტში, 196 ქულა კომპიუტერულ ტესტში ან 69 - 70 ქულა ინტერნეტ ტესტში; იელტური შეფასება – მინიმუმ 5.5 ქულა;
•    ორი სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალისგან;
•    სამოტივაციო წერილი.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 15 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები