კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის
სტიპენდია შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდა მეცნიერებს ჩაატარონ კვლევა ან აიმაღლონ კვალიფიკაცია გერმანიის უმაღლეს სასწავლებელსა თუ კვლევით ინსტიტუტში.
დაფინანსების ხანგრძლივობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესარჩევი კომისია (გერმანია). სტიპენდიის ხანგრძლივობა დამოკიდებულია კონკურსის მონაწილის კვლევით პროგრამასა და სამუშაო გეგმაზე და მოიცავს, როგორც წესი, პერიოდს 1-6 ან 1- 10 თვემდე. გერმანიაში ხარისხის მოპოვების შემთხვევაში, სტიპენდია შესაძლოა გაგრძელდეს სამ წლამდე.
სტიპენდიის მისაღებად განაცხადის შემოტანა შეუძლიათ მაღალი აკადემიური მოსწრების კურსდამთავრებულებს, რომელთაც მაგისტრის ან 5-წლიანი სწავლების, გამონაკლის შემთხვევებში, ბაკალავრის დიპლომი უკვე აქვთ, ან სტიპენდიის ძალაში შესვლის მომენტისთვის აიღებენ, აგრეთვე, მეცნიერებათა კანდიდატებს.
საჭირო საბუთები:Online-ფორმულარი - ინგლისურად (ფორმულარის სრულყოფილად შევსების შემდეგ საჭიროა მისი ამობეჭდვა);
• 3 ფოტოსურათი (სამივე ფოტო ორიგინალი);
• ავტობიოგრაფია (CV);
• სამეცნიერო პუბლიკაციების სია;
• დაგეგმილი კვლევითი პროგრამის დაწვრილებითი აღწერა (Forschungsvorhaben);
• გერმანელი პროფესორის თანხმობა ხელმძღვანელობაზე, რომელიც უშუალოდ შეეხება კანდიდატის კვლევით პროექტს (Betreuungszusage);
• კონკურსანტები, რომლებიც განაცხადს წარადგენენ 6 თვიან კვლევით სტიპენდიაზე, პროფესორის თანხმობასთან ერთად საჭიროებენ მასთან შეთანხებულ დროის გეგმას;
• „ Sandwich-მოდელის" შემთხვევაში პროფესორის თანხმობასთან ერთად საჭიროა ორივე სამეცნიერო ხელმძღვანელთან (საქართველოში და გერმანიაში) შეთანხმებული სამუშაო და დროის გეგმა;
• კონკურსანტები, რომელთაც გერმანიაში სურთ ხარისხის დაცვა გერმანელი პროფესორის თანხმობასთან ერთად წარადგენენ მასთან შეთანხმებულ დროისა და სამუშაო გეგმას;
• ერთი ქართველი პროფესორის რეკომენდაცია ( ივსება შესაბამისი ფორმულარი. იხ. DAAD-ს საინფორმაციო ცენტრის ვებ-გვერდი);
• კანდიდატები, რომელთაც გერმანიაში სურთ ხარისხის დაცვა, წარმოადგენენ ორ სარეკომენდაციო წერილს;
• ცნობა დოქტორანტურაში სწავლის შესახებ (მათთვის, ვინც აპირებს საქართველოში ხარისხის დაცვას);
• ბაკალავრის და მაგისტრის დიპლომები ნიშნების ფურცელთან ერთად (მას შემდეგ რაც დოკუმენტი ითარგმნება, საჭიროა დამოწმდეს ნოტარიუსის მიერ);
• საშუალო სკოლის ატესტატი ნიშნების ფურცელთან ერთად/ნათარგმნი გერმანულ ენაზე და დამოწმებული ნოტარიუსის მიერ;
• გერმანულის / ინგლისურის სერტიფიკატი (თუკი არსებობს);
• პრაქტიკის გავლის დამადასტურებელი მოწმობები (თუკი არსებობს). არასრული საბუთები არ განიხილება !
საბუთების შეტანის ბოლო ვადა DAAD-ს ცენტრალურ ოფისში ბონში: 2009 წლის 30 სექტემბერი(18:00 სთ.).
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18.
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).