ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა (EUC)

კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში, ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად სტიპენდიის მოპოვებისaთვის დარეგისტრირება შეუძლიათ ბოსნია-ჰერცოგოვინის, საქართველოს, მოლდოვისა და პაკისტნის მოქალაქეობის მქონე შესაბამისი უფლების მქონე კანდიდატებს.

სტიპენდიის მისაღებად განცხადების ჩაბარებისთვის, კანდიდატმა უნდა შეავსოს კვიპროსის ევროპული უნივერსიტეტის სააპლიკაციო ფორმა. უნივერსიტეტის აპლიკაციას თან უნდა ახლდეს ოფიციალური მოწმობა აპლიკანტის ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროდან, რომელსაც ექნება დამადასტურებელი ფორმა (დამადასტურებელ ფორმაზე დეტალები იხილეთ დოკუმენტში). აპლიკანტს აპლიკაციისა და დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარება შეუძლია კვიპროსის რესპუბლიკის საკონსულოში, არაუგვიანეს საბოლოო ვადისა.

პროცესის დაჩქარების მიზნით, მკაცრად რეკომენდირებულია, რომ აპლიკანტმა გააგზავნოს აპლიკაციისა და დამადასტურებელი ფორმის ბეჭდიანი, საბოლოო ვარიანტის ასლები კვიპროსის ევროპულ უნივერსიტეტში, ამ დოკუმენტების მიღებისთანავე. დოკუმენტის დედნები უნდა ჩაბარდეს ან გაიგზავნოს კვიპროსის რესპუბლიკის საკონსულოში საბოლოო ვადაზე ადრე (ზემოთ წარმოდგენილი მითითების მიხედვით). აღსანიშნავია, რომ მხოლოდ (აპლიკანტის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული) დამადასტურებელი ფორმის, საბოლოო, ბეჭდიანი დოკუმენტით თანდართული აპლიკაცია განიხილება სტიპენდიის მისაღებად.

საგულისხმო შენიშვნები სტიპენდიის მიღებისთვის:
• კანდიდატებს, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ მოკლე ან გრძელვადიანი სტიპენდია კვიპროსის რესპუბლიკისგან 2 წლის განმავლობაში, (2008 ან 2009 წელს) არ აქვთ დარეგისტრირების უფლება.
• შესაბამისი უფლების მქონე კანდიდატები თავის ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეები უნდა იყვნენ.
• კვიპროსის რესპუბლიკის მთავრობის მიერ ნებისმიერი სტიპენდიის ოფიციალური გაცემა სხვა ქვეყნის მთავრობის მიმართ ხდება ორმხრივი ოფიციალურ ტექნიკური მხარდაჭერის საფუძველზე და არა ინდივიდუალურ პირებზე. მაშასადამე, იგულისხმება, რომ სტიპენდიის ვადის დასრულების შემდგომ, სტიპენდიის მიმღები პირები დაუბრუნდებიან თავიანთ სამშობლოს და კვიპროსში მიღებული გამოცდილებას გაუზიარებენ თავიანთ ქვეყანას.
• სტიპენდიის მისაღებად აუცილებელია, რომ კანდიდატმა მიიღოს სტიპენდიისთვის გათვალისწინებული ვადები და პირობები.

განცხადებები მიიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 31 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ:822 29 47 11

 

 

ბანერები