ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კვების გლობალური უსაფრთხოების სადოქტორო სტიპენდიები

კვების უსაფრთხოების ცენტრი აცხადებს 10 სადოქტორო სტიპენდიას განვითარებადი ქვეყნებისათვის 36 თვის ხანგრძლივობით. ,,კვების გლობალური უსაფრთხოების” სადოქტორო პროგრამა დაიწყება 2012 წლის 1 სექტემბრიდან (ერთთვიანი გერმანულის კურსების ჩათვლით).  სტიპენდია ითვალისწინებს თვეში 1000 ევროს ოდენობასა და დამატებით მგზავრობის ხარჯებს.  ჯანმრთელობისა და სხვა ხარჯები დაიქვითება სტიპენდიიდან.

მოთხოვნები:
•    კანდიდატს უკანასკნელი აკადემიური ხარისხი მინიჭებული უნდა ჰქონდეს მაქსიმუმ ექვსი წლის მანძილზე;
•    კანდიდატი უნდა იყოს სიაში მითითებული განვითარებადი ქვეყნებიდან ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქე;
•    კანდიდატი სწავლის დასრულების შემდეგ უნდა დაბრუნდეს სამშობლოში.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადა 2011 წლის 26 ოქტომბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები