კულტურული დიპლომატიის ICD აკადემიის სასექტემბრო სესია
კულტურული დიპლომატიის ICD აკადემია აცხადებს ბერლინში 2010 წლის 7 – 12 სექტემბერს საერთაშორისო სესიების კვირეულს. აღნიშნული სასესიო კვირეულის მიზანია მხარი დაუჭიროს უცხოური ტურიზმისა და საინვესტიციო გარემოს განვითარებას და გააძლიეროს კულტურათაშორისი ურთიერთგაგება.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ საერთაშორისო სამეცნიერო – აკადემიურ პერსონალს, დიპლომატიურ და პოლიტიკურ წარმომადგენლობას, სამოქალაქო საზოგადოების პრაქტიკოს მეცნიერებს, ჟურნალისტებს, შესაბამისი პროფილის ახალგაზრდა სტუდენტებსა და საერთაშორისო ურთიერთობების, კულტურული სწავლებებისა და გლობალური პოლიტიკის საკითხებით დაინტერესებულ ნებისმიერ პირს.
პროგრამაში მონაწილეობის საფასური შეადგენს 195 ევროს. მონაწილეებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბერლინის ტერიტორიაზე შეღავათიანი ტრანსპორტირების ბილეთითა და სასტუმრო ოთახით. ბილეთის სააფასური შეადგენს 26 ევროს. ხოლო სასტუმროში ცხოვრება 59 ევროს (ერთჯერადი კვება - საუზმე).პროგრამის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება მონაწილეობის დამადასტურებელი ოფიციალური სერტიფიკატით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.