კორნელის უნივერსიტეტის მცირე ესეების მე-4 ყოველწლიური კონკურსი
კორნელის უნივერსიტეტი აცხადებს ყოველწლიურ ესეებს კონკურს. კონკურსი თემა ეხება ბიზნესის სფეროს. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბიზნესის, განვითარების, ჯურნალისტიკისა და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებების სტუდენტებსა და პროფესიონალებს.
პროგრამაში მონაწილეობისათვის კანდიდატმა უნდა წარადგინოს ესე ინგლისურ ენაზე (500-1000 სიტყვა).
თითოეული ესსე უნდა მოიცავდეს საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების გზებსა და საშუალებებს და არ უნდა იყოს წარსულში გამოქვეყნებული პუბლიკაცია.
კონკურსის ბოლოს გამოვლინდება სამი გამარჯვებული:
პირველი ადგილი - 4000 აშშ დოლარი;
მეორე ადგილი - 2000 აშშ დოლარი;
მესამე ადგილი - 1000 აშშ დოლარი.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 19 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.