კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს დიდი ქართველი მეცნიერის კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.
სტიპენდია განკუთვნილია მაღალი აკადემიური მოსწრების ჰუმანიტარული მიმართულების მაგისტრანტებისა და დოქტორანტებისათვის.
კორნელი კეკელიძის სახელობის სტიპენდია კონკურსის წესით გაიცემა ერთ მაგისტრანტზე ან დოქტორანტზე, 1 სემესტრის განმავლობაში. სტიპენდიის ოდენობაა თვეში 100 (ასი) ლარი.
კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარმოადგინონ:
1. განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე (ფორმა მიეწოდება კონკურსანტს ადგილზე);
2. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
3. კალენდარული ავტობიოგრაფია (CV);
4. ბაკალავრის ან მაგისტრანტის დიპლომის ასლი;
5. აკადემიური მოსწრების ამსახველი დოკუმენტი, დამოწმებული დეკანატის მიერ (მოეთხოვებათ მხოლოდ მაგისტრანტებს);
6. ორი პედაგოგის (ერთი სასურველია – სამეცნიერო ხელმძღვანელის) რეკომენდაცია, მათი საკონტაქტო ინფორმაცია (სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი);
7. სამეცნიერო პუბლიკაციების ჩამონათვალი;
8. სამეცნიერო კონფერენციებში და პროექტებში მონაწილეობის ჩამონათვალი;
9. ინფორმაცია საკვლევი თემატიკის შესახებ:
• საკვალიფიკაციო თემის რეზიუმე (1 ან 1,5 გვერდის ოდენობით);
• ერთ-ერთი სტატია/ნაშრომი, რომელიც განმცხადებლის აზრით უკეთესად წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალს/კვლევის უნარს;
10. ესე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის შესახებ (არაუმეტეს 2 ნაბეჭდი გვერდისა).
11. საბუთების მიღება იწარმოებს 2011 წლის 1 მარტიდან 25 მარტის ჩათვლით (ყოველ დღე, შაბათ-კვირის გარდა) 18 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.