კორაჰის ყოველწლიური პროგრამა
აშშ საელჩო საქართველოში იწვევს დაინტერესებულ პირებს აშშ-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოჰრანის ყოველწლიურ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმებული მოქალაქეების მოკლევადიან (2-3 კვირა) ტრენინგს ამერიკის შეერთებულ შტატებში. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობის დარგის მაღალი და საშუალო რანგის მუშაკებს, ფერმერებს, მენეჯერებსა და ადმინისტრატორებს, რომლებიც ჩაბმულნი არიან სასოფლო-სამეურნეო ვაჭრობაში, აგრობიზნესის მართვასა და მარკეტინგში, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორში. მონაწილეთა ინტერესების სფერო შესაძლოა მოიცავდეს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მარკეტინგს, გადამუშავებას, დისტრიბუციას, საბითუმო/საცალო ვაჭრობას, სასოფლო-სამეურნეო კრედიტებს, საბანკო საქმეს და პოლიტიკის რეფორმას შესაბამის სფეროში.
ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე სასურველია და არა აუცილებელი მონაწილეთა შერჩევისათვის.
2012 წელს პროგრამის პრიორიტეტული მიმართულებებია:
• სასათბურე მეურნეობის განვითარება;
• სოფლის მეურნეობის ექსტენციის თანამედროვე გამოწვევები.
მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. შესავსები ფორმები შეგიძლიათ იხილოთ ინტერნეტში ან ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვებ გვერდზე.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში შევსებული ფორმების ჩაბარების ბოლო ვადაა 2011 წლის 22 აგვისტო, 16:00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.