კოპერნიკუსის სტიპენდიები ბერლინის, ჰამბურგისა და მიუნჰენის უნივერსიტეტებში
,,კოპერნიკუსი" წარმოადგენს რეგისტრირებულ სტუდენტურ გაერთიანებას, რომელიც დახმარებას უწევს სტუდენტებს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, აგრეთვე შუა აზიიდან, ყოველწლიურად მიიღონ დაახლოებით 12 სასწავლო სტიპენდია.
სტიპენდია მოიცავს ნახევარწლიან სასწავლო კურსს ჰამბურგის, მიუნხენისა ან ბერლინის ერთ-ერთ უნივერსიტეტში, ამასთანავე გერმანულ საწარმოსა თუ დაწესებულება-ორგანიზაციაში ორთვიანი პრაქტიკის გავლას.
სტიპენდია ითვალისწინებს სტუდენტის საცხოვრებელი ადგილის, ჯანმრთელობის დაზღვევისა და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
პროგრამა განკუთვნილია სტუდენტებისათვის, რომლებიც სასწავლო კურსს გადიან შემდეგ სპეციალობებში:
- სამართალმცოდნეობა;
- ეკონომიკა;
- სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები.
2010/2011 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრისათვის განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 1 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.copernicus-stipendium.de/copernicus/index.php?option=com_content&task=view&id=45&Itemid=132
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 337
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)