ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კოპერნიკუსის სასტიპენდიო პროგრამა

ორგანიზაცია კოპერნიკუსი აცხადებს კონკურსს ერთსემესტრიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად.

პროგრამა განკუთვნილია ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპელი სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ ერთი სემესტრი გაატარონ გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინში, ჰამბურგსა ან მიუნხენში.

პროგრამის ხანგრძლივობაა 6 თვე, რომელთაგან ბოლო ორი თვის განმავლობაში სტუდენტები გაივლიან პრაქტიკას გერმანულ ორგანიზაციაში ან სახელმწიფო დაწესებულებაში.

2011 წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 1 სექტემბერი, 2010.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შემდეგი მიმართულებების ბაკალავრიატის სტუდენტებს, რომლებსაც დახურული აქვთ მინიმუმ 4 სემესტრი:

·         სამართალმცოდნეობა

·         ეკონომიკური მეცნიერებები

·         პოლიტიკური მეცნიერებები

·         ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

·         არქიტექტურა

კოპერნიკუსი გამარჯვებულ სტუდენტებს სთავაზობს მგზავრობის, დაზღვევის, ვიზის, საჯარო ტრანსპორტისა და უნივერსიტეტთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებას და უფასო საცხოვრებელს გერმანულ მასპინძელ ოჯახებში ან სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://www.copernicus-stipendium.de/ ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითრებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები