ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კონრად ადენაუერის ფონდის სტიპენდიები

გსურთ გერმანიის უმაღლეს სასწავლებელში სწავლა ან სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა?
გსურთ სადოქტორო ნაშორმის ფარგლებში კვლევის ჩატარება?
გსურთ "Aufbaustudium" ან "Programmstudium"-ის დამთავრება გერმანიაში?
თქვენი შედეგები სკოლასა და უმაღლეს სასწავლებელში საშუალოზე მაღალია?
გაინტერესებთ პოლიტიკური და სოციალური სფეროები?
მზად ხართ თქვენს თავზე აიღოთ გერმანიაში სწავლის დამთავრების შემდგომ, როგორც ეროვნულ ასევე საერთაშორისო დონეზე, სამეცნიერო, ადმისიტრაციულ, კულტურულ და პუბლიცისტურ სფეროში საპასუხისმგებლო პოლიტიკური, ეკონომიკური, საზოგადოებრივი დავალებები?

სტიპენდიის მისაღებად თქვენი მონაცემები (სრულყოფილად შევსებული ანკეტა, CV, ფოტო) მიაწოდეთ კონრად ადენაუერის ფონდის თბილისის ბიუროს:
კონრად ადნაუერის ფონდი
რეგიონული პროგრამა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური დიალოგი
ფერიცვალების ქ. 2
0103 თბილისი
ტელ.: 45 91 11
საკონტაქტო პირი: ქალბატონი ნათია ცანავა
საბუთების მიღების ბოლო ვადა არის 1 ივლისი, 2010

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული: http://www.kas.de./proj/home/home/122/22/webseite_id-5627/index.html  ან მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობების სამსახურს.

ბანერები