კონკურსს ჟურნალისტებისათვის თემაზე "დევნილთა უფლებები და მათი განხორციელების პერსპექტივები"
არასამთავრობო ორგანიზაცია "კოალიცია სამართლიანობისათვის" აცხადებს კონკურსს ჟურნალისტებისათვის თემაზე: "დევნილთა უფლებები და მათი განხორციელების პერსპექტივები".
"კოალიცია სამართლიანობისათვის" წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების დაცვის ადვოკატირებას.
კონკურსის მიზანია დევნილთა უფლებების შესახებ სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და აღნიშნულ თემატიკაზე საჯარო დებატების გააქტიურება. კონკურსის საორიენტაციო მიმართულებებია:
• ეთნიკური წმენდა, მისი მიზნები, ამოცანები და შედეგები;
• დევნილთა დაბრუნების უფლება და მისი სამართლებრივი მექანიზმები;
• დევნილთა დაბრუნების საერთაშორისო პრაქტიკა და პერსპექტივები ქართულ სინამდვილეში.
კონკურსის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ საქართველოს მედია სივრცეში 2011 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრამდე გავრცელებული:
1. სტატია
2. სატელევიზიო სიუჟეტი/რეპორტაჟი
3. რადიო სიუჟეტი.
კონკურსში გამარჯვებული სტატიის, რადიო სიუჟეტის და სატელევიზიო რეპორტაჟის ავტორებს გამოავლენს კომპეტენტური ჟიური, "კოალიცია სამართლიანობისათვის" წარმომადგენელთან ერთად. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური სიგელებითა და ფულადი ჯილდოთი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.