კონკურსი თემაზე: ”იერუსალიმი ყველგან”
ავსტრიაში არსებული ”ევროპული ჯგუფური თეატრი” (“europeangrouptheater”) UNESCO-ს პატრონაჟით აცხადებს კონკურსს ”WOP-work on progress work on peace” თემაზე: ”იერუსალიმი ყველგან”. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს დაანახოს საზოგადოების მრავალეთნიკურობა და მრავალრელიგიურობა, მსგავსად იერუსალიმისა.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სკოლის, უნივერსიტეტის ან სხვა დაწესებულების შუამდგომლობით.
მონაწილეებმა (მასწავლებლების დახმარებით) უნდა წარმოადგინონ მათ მიერ დაწერილი ან სხვადასხვა წყაროებიდან მოპოვებული მასალა (მაგ.: პოემები, სიმღერები, ლექსები და სხვ.) აღნიშნულ თემაზე. ასევე შესაძლებელია ვიდეო, აუდიომასალის ან სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოყენება.
წარსადგენი მასალა უნდა ჩაიწეროს DVD დისკზე (ხანგრძლივობა 15წთ.) და ამგვარად წარედგინოს კონკურსის ორგანიზატორებს.
საკონკურსო ნამუშევრების ჩაბარების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2011 წელი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.