ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კონკურსი სტუდენტებისთვის საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) გამოსავლენად

ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი აცხადებს კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის საქართველოს საგარეო პოლიტიკისა და ეროვნული უსაფრთხოების თემებზე შექმნილი საუკეთესო საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის (Policy Paper) გამოსავლენად.

ნაშრომი უნდა მომზადდეს ქართულ ენაზე, უნდა შედგებოდეს არაუმეტეს 4000 სიტყვისა და  თან უნდა ერთვოდეს ბიბლიოგრაფია.
კონკურსში გამარჯვებულ სტუდენტს გადაეცემა ლევან მიქელაძის სახელობის ფონდის სიგელი და ფულადი ჯილდო 500 ლარის ოდენობით. მეორე და მესამე ადგილზე გასული სტუდენტები ასევე მიიღებენ სიგელებს და ფულად ჯილდოს 250 ლარის ოდენობით.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომთან ერთად ფონდში უნდა წარადგინონ (ელ-ფოსტა: lmf.papers@gmail.com) პირადობის მოწმობის ასლი, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებისა და ფაკულტეტის დასახელება არაუგვიანეს 2011 წლის 25 დეკემბრისა.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: http://mikeladzefoundation.org/?page=archive&id=44&lang=geo.

ბანერები