კონკურსი საბაკალავრო მობილობის გრანტების მოსაპოვებლად მესამე სამიზნე ჯგუფის ბენეფიციარებისათვის – ერასმუს მუნდუსის გარე–თანამშრომლობის ფანჯარა/ლოტი 6/
ერასმუს მუნდუსის გარე – თანამშრომლობის ფანჯარა /ლოტი 6/ აცხადებს კონკურსს საბაკალავრო მობილობის გრანტების მოსაპოვებლად საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დევნილის სტატუსის მქონე ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის.
პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე
მობილობის დასაწყისი: 20/09/2011
პროგრამის ფარგლებში ხელმისაწვდომია შემდეგი სტიპენდიები:
• 2 სტიპენდია საბერძნეთის თესალონიკის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში;
• 1 სტიპენდია დიდი ბრიტანეთის სვანსეას უნივერსიტეტში;
• 1 სტიპენდია იტალიის რომის საპიენზას უნივერსიტეტში;
• 1 სტიპენდია ავსტრიის რეზეკნეს უმაღლეს სკოლაში;
• 1 სტიპენდია ბელგიის ბრიუსელის ვრიჯეს უნივერსიტეტში.
საჭირო საბუთები:
• ერასმუს მუნდუსის სააპლიკაციო ფორმის შევსებული ვარიანტი;
• შესაბამისი ფაკულტეტის მიერ დამოწმებული ნიშნების ფურცელი (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• ინგლისური ან/და ბერძნული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• სოციალურ–ეკონომიკური პრობლემის, განსაკუთრებული საჭიროების, სამედიცინო პრობლემის არსებობის შემთხვევაში შესაბამისი მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• იძულებით გადაადგილებულის/ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი ცნობა (დოკუმენტის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე);
• პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
• 2 სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით);
აპლიკანტებმა სააპლიკაციო პაკეტი (დოკუმენტაციის ნოტარიალურად დამოწმებული ვერსია ინგლისურ ენაზე) უნდა გაგზავნონ პირდაპირ მიმღებ უნივერსიტეტში.
საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 10 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: (8 32) 29 47 11.