კონკურსი ”გახდი მონაწილე!” (Getting Involved!)
ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი და თეოდორ-ჰოისის კოლეგია იწვევს ახალგაზრდებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და საქართველოდან პროგრამაში – ”გახდი მონაწილე” მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, დაესწრონ სამოქალაქო განათლების პრაქტიკაზე ორიენტირებულ სემინარებს, განავითარონ საკუთარი საპროექტო იდეები და გაიუმჯობესონ პროექტის მართვის უნარ-ჩვევები, მიიღონ ინტერკულტურულ გარემოში მუშაობის გამოცდილება.
კანდიდატებს მოეთხოვებათ ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 აპრილი.
ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: http://www.theodor-heuss-kolleg.org/gettinginvolved.html