ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კონკურსი - C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში

არასამთავრობო ორგანიზაცია კავშირი "ნაბიჯი მომავლისკენ", ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მიერ დაფინანსებული პროექტის "C ჰეპატიტთან დაკავშირებით ინფორმირებულობის დონის ამაღლება შიდა ქართლში" ფარგლებში, აცხადებს შემდეგ კონკურსებს:

1. C ჰეპატიტის თემაზე მომზადებული საუკეთესო ფოტო ან მხატვრული ნამუშევრის კონკურსი.
2. C ჰეპატიტის თემაზე მომზადებული საუკეთესო სტატიის კონკურსი.

კონკურსებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შიდა ქართლის რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, მხატვრებს და გორში არსებული საგანმანათლებლო დაწესებულებათა მოსწავლეებსა და სტუდენტებს.

თითოეულ კონკურსში გამარჯვებულ I, II და III ადგილის მფლობელ პირებს გადაეცემათ ფულადი პრემია და სერტიფიკატები:

 I - 250 ლარის ფულადი პრემია
 II -150 ლარის ფულადი პრემია
 III -100 ლარის ფულადი პრემია

I ადგილზე გასული ფოტო ან მხატვრული ნამუშევრისგან დამზადდება პოსტერი, რომელიც გავრცელდება საქართველოს მასშტაბით. I ადგილზე გასული სტატიის დაბეჭდვა მოხდება ადგილობრივ გაზეთში.

გთხოვთ, ნამუშევრები წარმოადგინოთ 2 ეგზემპლარად, გარდა მხატვრული ნამუშევრებისა.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 25 ოქტომბერი.


დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

ბანერები