კონკურსი ახალგაზრდა მკვლევრებისათვის
ლონდონის Chathamhouse-ი ახალგაზრდა მკვლევრებისთვის აცხადებს კონკურსს 6- თვიან კვლევით სტიპენდიაზე პოლიტიკურ და ეკონომიკურ სფეროში. კონკურსში გამარჯვებული თითოეული სტიპენდიანტი მიიღებს Chathamhouse-ში სასწავლო კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად რობერტ ბოშის ფონდის მიერ გამოყოფილ ყოველთვიურ სტიპენდიას 3.000 ევროს ოდენობით (მთლიანობაში 18.000 ევრო). დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• წარმოადგენდნენ სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვეთის, რუსეთის ან უკრაინის მოქალაქეებს;
• ფლობდნენ სასწავლო–სამეცნიერო მუშაობის გამოცდილებას საერთაშორისო ურთიერთობების, სოციალური მეცნიერებებისა ან ეკონომიკის მიმართულებებში;
• დამუშავებული ჰქონდეთ კვლევითი ნაშრომი ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოთა პოლიტიკურ, ეკონომიკურ ან საზოგადოებრივ ცხოვრებასთან დაკავშირებით ან აღნიშნულ რეგიონში ევროპული პოლიტიკის გატარებასთან მიმართებაში;
• სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ენას;
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• თანმხლები სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ 2 გვერდი);
• რეზიუმე (CV);
• დასამუშავებელი კვლევითი ნაშრომის თეზისები (მაქსიმუმ 600 სიტყვა);
• ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული ნაშრომის მოკლე დახასიათება;
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 სექტემბრის 17.00 საათი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.