ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის - Green Talents

გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო აცხადებს კონკურსს ’’Green Talents’’ ახალგაზრდა მეცნიერთათვის, რომლებიც აწარმოებენ კვლევებს მდგრადი განვითარების (Sustainable Development) მიმართულებით.
კონკურსის შედეგად შერჩეული 15 მეცნიერი მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო ფორუმში (Green Talents Forum), რომელიც გაიმართება გერმანიაში 2010 წლის სექტემბერში.

კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

•    მაგისტრის ხარისხი ზემოთ აღნიშნულ მიმართულებაში;
•    ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა.

კანდიდატთა მაქსიმალური ასაკი არ უნდა აღემატებოდეს  35 წელს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 20 ივნისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11.

ბანერები