კონფლიქტების მართვის საზაფხულო აკადემია
2011 წლის ივნის-ივლისში სომხეთში არასამთავრობო ორგანიზაცია „Syunik Benevolent“ -ის ორგანიზებით გაიმართება საზაფხულო აკადემია კონფლიქტების ანალიზისა და მართვის შესახებ.
საზაფხულო აკადემია იმართება გერმანული ორგანიზაციის „Institute for Foreign Cultural Relations (ifa)“ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში. აკადემიის მიზანია, მოამზადოს ახალგაზრდა კვალიფიციური ტრენერები კონფლიქტების ანალიზის, მართვის, კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და მათი გადაჭრის გზების საკითხებში.
საზაფხულო აკადემიაში მონაწილეობის მისაღებად შეირჩევა 30 ახალგაზრდა აქტივისტი სომხეთიდან და საქართველოდან. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-3 და მე-4 კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, რომელთაც აქვთ საზოგადოებრივი საქმიანობის/არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება.
პირველ ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯებს აანაზღაურებს პროექტის ორგანიზატორი.
საზაფხულო სკოლის სამუშაო ენებია ინგლისური და რუსული.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.