ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კონფერენცია ,,თანამედროვე საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და ტენდენციები”

მეცნიერებათა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო აკადემია  (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) უკრაინის აკადემიურ კავშირთან ერთად აცხადებს მეცხრე საერთაშორისო მეცნიერულ კონფერენციას სახელწოდებით: ,,თანამედროვე საზოგადოების განვითარებასთან დაკავშირებული პრობლემები და ტენდენციები”.

კონფერენცია ჩატარდება 2011 წლის 14-19 სექტემბერს.

სამუშაო ენა: ინგლისური, რუსული, უკრაინული.

კონფერენციის თემებია: სოციოლოგია და ფილოლოგიური მეცნიერებები.

სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 12 სექტემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.

ბანერები