კონფერენცია ,,ადამიანთა საზოგადოების განვითარების გზები და მასთან დაკავშირებული პრობლემები”
მეცნიერებათა და უმაღლესი განათლების საერთაშორისო აკადემია (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) უკრაინის აკადემიურ კავშირთან ერთად აცხადებს მეათე საერთაშორისო მეცნიერულ კონფერენციას სახელწოდებით: ,,ადამიანთა საზოგადოების განვითარების გზები და მასთან დაკავშირებული პრობლემები”.
კონფერენცია ჩატარდება 2011 წლის 28 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე.
სამუშაო ენა: ინგლისური, რუსული, უკრაინული.
კონფერენციის თემებია: ფილოსოფიური და ისტორიული მეცნიერებები.
სააპლიკაციო დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა 2011 წლის 26 სექტემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.