ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

„კომპარატიულ-სამართლებრივი კვლევები ევრაზიის სამართლის კონტექსტში“

მაქს-პლანკის უცხოური და საერთაშორისო კერძო სამართლის ინსტიტუტი (ჰამბურგი) ფოლქსვაგენის ფონდთან ერთად ახალგაზრდა იურისტებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან სთავაზობს ახალ სასტიპენდიო პროგრამას. ათთვიანი სტიპენდიის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება მიეცემათ სამართლებრივი პარალელების ფონზე წარმართონ კვლევა მათ მიერვე შერჩეული თემის გარშემო (სამოქალაქო და ეკონომიკური სამართლის სფეროდან). სტიპენდიის მიზანს წარმოადგენს შეუქმნას მონაწილეებს წარმოდგენა ევროპული და განსაკუთრებით კი გერმანულისამართლებრივი სისტემის შესახებ, იმავდროულად კი მისცეს მათ საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილეობისა და კონტაქტების გაღრმავების შესაძლებლობა.

სტიპენდიატების მეორე ჯგუფი, რომელიც სამი მონაწილისგან იქნება შემდგარი ჰამბურგში საქმიანობას 2011 წლის იანვრიდან შეუდგება.  

კონკურსში მონაწილეობის წინაპირობები:

  1. საქართველოს მოქალაქოება  ან მუდმივი საცხოვრებლის არსებობა საქართველოში;
  2. დიპლომი სამართლის სფეროში;
  3. გერმანული ან ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
  4. საშუალოზე მაღალი იურიდიული კვალიფიკაცია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა :  2010 წლის 1 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის, სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ: 822 29 47 11

ბანერები