კოლუმბიის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა სასწავლო ცენტრის პროგრამა
კოლუმბიის უნივერსიტეტი იწვევს ადვოკატებს ადამიანის უფლებათა სასწავლო ცენტრის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.
4 თვიანი პროგრამის ადგილი: კოლუმბიის უნივერსიტეტი, ნიუ იორკი
ადვოკატებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ HRAP-ის მიერ ორგანიზებულ შემდეგ ღონისძიებებში:
- საადვოკატო საქმიანობის უნარ-ჩვევების დასახვეწი სემინარები, კაპიტალდაბანდებები, პრესისა და მედიის ურთიერთობები, აგრეთვე მყარი ორგანიზაციების მშენებლობა;
- კოლუმბიის უნივერსიტეტის კურსები ადამიანის უფლებათა დაცვის, ჯანმრთელობის, გარემოს დაცვის, სოციოლოგიის, პოლიტიკურ მეცნიერებათა, სოციალური სამუშაოს, განვითარებისა და მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით;
- შეხვედრები და ქსელური კონტაქტი არასამთავრობო ორგანიზაციების მომსახურე პერსონალთან, აქტივისტებთან, მაღალი რანგის პოლიტიკოსებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სასწავლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან.
პროგრამის ხანგრძლივობა:
2010 წლის აგვისტოს ბოლო - დეკემბრის შუა რიცხვები.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ აგრეთვე ჟურნალისტებს, ექიმებს, მასწავლებლებს, სოციალურ მუშაკებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა წევრებს, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაში მყოფ ადამიანის უფლებათა დამცველ აქტივისტებს მშრომელთა უფლებების დაცვის, მიგრაციის, ჯანმრთელობისა და სხვა მონათესავე დარგების კუთხით.
განაცხადის ელექტრონული ვერსიის გაგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 31 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://hrcolumbia.org
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333
ტელ: 899 21 16 70
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)