კოიმბრას ჯგუფის პროგრამა ქართველი ახალგაზრდა მკვლევარებისთვის
წამყვანი ევროპული უნივერსიტეტების გაერთიანება - კოიმბრას ჯგუფი ქართველ ახალგაზრდა მკვლევარებს, რომლებიც აკადემიური პერსონალის სტატუსით დასაქმებულნი არიან ქართულ უნივერსიტეტებში, ან სწავლობენ დოქტორანტურაში და გეგმავენ უნივერსიტეტში მუშაობას, საშუალებას აძლევს განახორციელონ მოკლევადიანი სამეცნიერო ვიზიტები ჯგუფის წევრ უნივერსიტეტებში.
ევროპული უნივერსიტეტის არჩევა ხდება ონლაინ-რეგისტრაციის დროს. შესაძლებელია მხოლოდ ერთი უნივერსიტეტის არჩევა. რეგისტრაციის ეტაპზე დამატებითი საბუთების წარდგენა არ არის სავალდებულო, თუმცა სპეციფიურია ზოგიერთი უნივერსიტეტის მოთხოვნები.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა 2011 წლის 15 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.