კიოლნის უნივერსიტეტის პროგრამა (EXACT)
კიოლნის უნივერსიტეტი (გერმანია) აცხადებს ევრო კავშირის სადოქტორო და პროფესიული გადამზადების სამ წლიან სტიპენდიის პროგრამას ("EXACT") ახალგაზრდა მკვლევარების, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლების, სპეციალისტებისა და დოქტორანტებისათვის.
"EXACT" - სტიპენდიის პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას ჩაატაროთ ორმაგი, ფილოსოფიის დოქტორის ხარისხის კვლევა.
"EXACT" იღებს ნებისმიერი ეროვნებისა და ასაკის კანდიდატებს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის, პოლიტიკური მეცნიერების, სამართალისა და ეკონომიკის მიმართულებით.
აუცილებელია ინგლისურის სრულყოფილად ცოდნა.
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 2010 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.exact-training.net/
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)