კიევის ტარას შევჩენკოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამები
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2010-2011 სასწავლო წლისათვის აცხადებს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიღებას უნივერსიტეტების სხვადასხვა ფაკულტეტებზე და ინსტიტუტებში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის აკადემიურ პროგრამებზე. სწავლების ენაა რუსული.
დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია პირადად, ფაქსით, ელექტრონული ან ჩვეულებრივი ფოსტით წინასწარი განხილვისა და გადაწყვეტილების მისაღებად. 2010 წლის 25 აგვისტომდე ჩარიცხვის შედეგები დამტკიცებული იქნება რექტორის მიერ, ეცნობება აბიტურიენტებს და განთავსდება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
განცხადებას ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე ჩასარიცხად თან უნდა დაერთოს შემდეგი დოკუმენტები:
• ნოტარიალურად დამოწმებული და დადგენილი წესით ლეგალიზებული საგანმანათლებლო დოკუმენტი და მისი დანართი;
• უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტისა და მისი დანართის რუსულ ენაზე დამოწმებული თარგმანი;
• უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
• 8 ფოტოსურათი (ზომა 4/6);
• ცნობა ვიჩ ინფექციის არ არსებობის შესახებ, თუ უკრაინის საერთაშორისო შეთანხმებებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
• სამედიცინო ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, იმ ქვეყნის ოფიციალური ჯანდაცვის დაწესებულების მიერ დამოწმებული, საიდანაც ჩამოვიდა უცხო ქვეყნის მოქალაქე და გაცემული არა უადრეს 2 თვისა მისი უკრაინაში სასწავლებლად ჩასვლამდე;
• სადაზღვევო პოლისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად (გარდა იმ ქვეყნის მოქალაქეებისა, რომლებთანაც გაფორმებულია შეთანხმება სასწრაფო სამედიცინო დახმარების უფასოდ აღმოჩენის შესახებ) ფორმდება უნივერსიტეტში ნაციონალური პასპორტის რეგისტრაციისას საემიგრაციო სამსახურის ორგანოებში.
კიევის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის შესახებ ცნობის მიღების შემდეგ სტუდენტი პირადად წარადგენს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალს.
უცხო ქვეყნის მოქალაქის კანდიდატის პასპორტში უნდა იყოს ”О” ტიპის (საგანმანათლებლო) ვიზა (არ ეხება იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც არასავიზო რეჟიმით სარგებლობენ).
განაცხადები და დოკუმენტები მიიღება 2010 წლის 15 აგვისტომდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.