ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

კერძო ფონდ ”Mondi Austria"– ს სტუდენტური სტიპენდია

”Mondi Austria" წარმოადგენს კერძო ფონდს, რომელიც ავსტრიის აკადემიურ გაცვლით სამსახურთან ერთად ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს აფრიკის, აზიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ავსტრიიდან და აფინანსებს მათ სწავლას ავსტრიის უნივერსიტეტებსა და საგნობრივ უმაღლეს სასწავლებლებში (პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებებს).   

სტიპენდია გულისხმობს  სრული საუნივერსიტეტო განათლების მთლიან დაფინანსებას. ერთჯერადი სტიპენდიის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი წლით და ანაზღაურებს სასწავლო, საცხოვრებელ და წიგნების ხარჯებს 12.000 ევროს ოდენობით. საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურდება აგრეთვე მგზავრობის ხარჯები წელიწადში 1.000 ევროს ოდენობით. სტუდენტები რჩევასა და მხარდაჭერას მიიღებენ ვიზის მოპოვებასთან, დაზღვევასა და ენის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებულ საკითხებში.
 
ასაკობრივი ზღვარი: 23 წელი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სააპლიკაციო ფორმა;
•    რეზიუმე (CV) პასპორტის ზომის ფოტოსურათთან ერთად;
•    აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
•    სამოტივაციო წერილი;
•    სასწავლო კურსების ზუსტი აღწერა (სასწავლო გეგმები, სასწავლო განრიგი და ხარისხის დასაცავად ჩაფიქრებული ნაშრომის აღწერა);
•    ორი სარეკომენდაციო წერილი პროფესორ/მასწავლებლებისაგან ან დამსაქმებლებისგან;

ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია უნდა გაიგზავნოს ინგლისურ ან გერმანულ ენაზე.

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის  31 მაისი.   

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმებს, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

ბანერები